Die Präsentation wird geladen. Bitte warten

Die Präsentation wird geladen. Bitte warten

პიროვნება და საზოგადოება თანამედროვე ანთროპოლოგიურ კვლევებში

Ähnliche Präsentationen


Präsentation zum Thema: "პიროვნება და საზოგადოება თანამედროვე ანთროპოლოგიურ კვლევებში"—  Präsentation transkript:

1 პიროვნება და საზოგადოება თანამედროვე ანთროპოლოგიურ კვლევებში
თომას ერიქსენის “მცირე ადგილები, ვრცელი საკითხები“ მიხედვით მომხსენებელი ისტ. დოქტ. რუსლან ბარამიძე

2 ჯორჯ ჰერბერტ მიდი პიროვნული ‘მე’ არის ის, რაც მუდმივად ვითარდება. ის თავდაპირველად, დაბადებისთანავე არ არსებობს, მაგრამ წარმოიშობა და ვითარდება სოციალური გამოცდილებისა და აქტივობის მიღების პროცესში, რაც გულისხმობს იმას, რომ პიროვნული ‘მე’ ვითარდება ამ პროცესთან და მასში ჩართულ სხვა ინდივიდებთან ურთიერთობის შედეგად.

3 ‘ველური ბავშვები’ უმნიშვნელოვანესი ანთროპოლოგიური ვარაუდის ილუსტრაცია - ადამიანი არის სოციალური პროდუქტი ადამიანური თვისებები იქმნება სოციალურ და კულტურულ სამყაროსთან ჩვენი ურთიერთქმედების შედეგად

4 ‘ველური ბავშვები’ ნებისმიერ ქცევას გააჩნია სოციალური საწყისი (ჭამა, ლაპარაკი, ჩაცმა და ა.შ.). ისინი ბუნებრივად მიგვაჩნია. მაგრამ ისინი შეძენილია. ბიოლოგიური ფაქტია - ადამიანებს სჭირდებათ საკვები ზრდისა და გადარჩენისათვის; თუმცა, საკვები ყოველთვის მზადდება და მიირთმევა კულტურულად განსაზღვრული წესით, ხოლო კვებითი ჩვევები იცვლება - სანელებლები, ინგრედიენტები, ტაბუ და ა.შ. შედარებისთვის - თმის მოვლა.

5 ‘ველური ბავშვები’ ადამიანის საზოგადოებაში არსებობა დაკავშირებულია სოციალურ ჩვეულებებზე ან ფარულ წესებზე, რომლებიც თვისთავად არსებულ, ბუნებრივად განიხილება. მაგ., ინგლისში სოცალური შეთანხმებაა, რომ: სალაპარაკო ენა ინგლისურია; ბილეთი ავტობუსში ასვლისთანავე უნდა შეიძინონ; არ უნდა იარონ სრულიად შიშველებმა სავაჭრო ცენტრების გარშემო; ზარი მეზობლის სახლში შესვლამდე უნდა დაირეკოს და ა. შ.

6 ‘ველური ბავშვები’ სხვა საზოგადოებების შესწავლით, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ რაღაცა ჩვენს შესახებ, სადაც სრულიად განსხვავებული ჩვეულებები მიიჩნევა, როგორც თავისთავად მინიჭებული. ჩვენს შესახებ უამრავი ფაქტი, რომლებიც მეტ-ნაკლებად თანდაყოლილად ან ორგანულად მიიჩნევა, სინამდვილეში, სოციალურად შექმნილია.

7 ბუნება და საზოგადოება კ უ ლ ტ უ რ ა კულტურული უნივერსალიები
ნაირსახეობები ბ უ ნ ე ბ ა გენეტიკური განსხვავებები ს ა ე რ თ ო გ ა ნ ს ხ ვ ა ვ ე ბ უ ლ ი ადამიანური არსებობის ოთხი განზომილება

8 ენა უილიამ ბუროუზი ‘ენა არის ვირუსი კოსმოსიდან’
ადამიანურ საზოგადოებაში სახელი აქვს - ობიექტებს, სუბიექტებს, ქცევებს და აბსტრაქტულ ცნებებს; ხდება მათი კლასიფიცირება. ფენომენის სიმბოლური მნიშვნელობა და ვერბალური ფორმა შეთანხმებული და დაფიქსირებულია საუბრის უნარის მქონე საზოგადოებაში, ხოლო ცნებებსა და სიმბოლოებს შორის ურთიერთკავშირი ქმნის გარკვეულ კულტურულ სამყაროს, რომელშიც ხალხი აზროვნებს და მოქმედებს.

9 ენა ენა კულტურულად უნივერსალურია ადამიანებისათვის;
თუმცა, ამასთანავე, ის ასახავს განსხვავებებს ადამიანებს შორის - სხვადასხვა ენაზე საუბრის და ენაში ასახული შინაარსების გამო. კულტურული რეპერტუარი, უნარები და მსოფლმხედველობა არსებითად განსხვავდება მცირე ჯგუფებშიც კი, თუნდაც მათ გააჩნდეთ ისეთი საერთო მნიშვნელოვანი კულტურული მახასიათებელი (მშობლიური ენა).

10 კულტურა და ეკოლოგია მარტივი ტექნოლოგიების მქონე უფრო ‘ახლოსაა ბუნებასთან’ თანამედროვე, რთული ტექნოლოგიებისა და ინსტრუმენტების მქონე საზოგადოება ‘თანდათანობით შორდება ბუნებას’.

11 იტურის ტყის ბამბუთის პიგმეები:
მარტივი ტექნოლოგიები და გენდერზე, ასაკზე და პიროვნულ თვისებებზე დამყარებული სოციალური დიფერენციაცია დიდ ფართობებზე, დაახლოებით, დან მდე ადამიანია დასახლებული და ისინი ნადირობენ ორი განსხვავებული ხერხით (ინდივიდუალურად და კოლექტიურად). ქალები და ბავშვები ტყეში საკვებს აგროვებენ. მათი მოსაზრებით, საკვების ნაკლებობა მხოლოდ სიზარმაცის შედეგია.

12 იტურის ტყის ბამბუთის პიგმეები:
კლასიფიცირებული ნათესაური სისტემა; რანგი განისაზღვრება გენდერის, ასაკის და პიროვნული ავტორიტეტის მიხედვით; საგულდაგულო გადასვლის რიტუალები; ქორწილი მნიშვნელოვანი რიტუალია; განქორწინება არ არის რეკომენდებული სექსს ქორწინების გარეშე ხდება, მაგრამ უარყოფითად ფასდება. ფლირტი მკაცრ წესებს ექვემდებარება. ნადირობისა და შეგროვებისსპეციალური ცოდნა და წესები; მოლიმოს კულტი ;

13 იტურის ტყის ბამბუთის პიგმეები:
ბამბუთის ცხოვრება დასაწყისიდან ბოლომდე კულტურით არის დარეგულირებული; მეორე მხრივ, მათ შეაქვთ ბუნებრივ გარემოში, გაცილებით ნაკლები ცვლილებები შეაქვთ, ვიდრე მიწათმოქმედებს ან ინდუსტრიულ ხალხებს.

14 იტურის ტყის ბამბუთის პიგმეები:
მათ რელიგიაში ტყეებს საპატიო ადგილი უჭირავს: ისინი არსებობენ იმით, რასაც ტყე ‘იმეტებს’ მათთვის და ამიტომაც თაყვანს სცემენ ტყის სულებს; ტყე სუბიექტი და მეგობარია (თურნბული). მიწათმოქმედებს შორის არსებობს ბუნების მტრად აღქმის ტენდენცია (მეილასუ) - ბუნება ობიექტია, რომელსაც მუდმივად ცვლიან, ამუსვებენ, ებრძვიან (თურნბული).

15 იტურის ტყის ბამბუთის პიგმეები:
მაგრამ - ბავშვები თავდაპირველი, ჩამოუყალიბებელი მდგომარეობიდან სწორი გზით უნდა განვითარდნენ და ისინი, არც მეტი არც ნაკლები, ნამდვილი ბამბუთები უნდა გახდნენ. ემიჯნებიან ბუნებას.

16 ორი ბუნება და ორი მიდგომა
ანთროპოლოგიაში ბუნების ორი გააზრებაა: გარე ბუნება (ეკოსისტემა) და შიდა ბუნება (ადამიანური ბუნება); ორივე კულტურის საწინააღმდეგო კონცეფციებს წარმოდგენენ; კულტურა დაკავშირებულია ბუნებასთან - ბუნება იძლევა ნედლეულს, რომელსაც ეყრდნობა კულტურა; თუმცა ის კონტროლირებადი საფრთხეა.

17 ორი ბუნება და ორი მიდგომა
ბუნება- კულტურის ურთიერთმიმართება (ბუნების კულტურული წარმოდგენა და როგორც კულტურისა და საზოგადოებისგან განცალკევებულად მდგარი რამ ); ბუნების გავლენა საზოგადოებასა და კულტურაზე (სწრაფი ცვლილებების, გარემოს ფართომასშტაბიანი განადგურებისა და კლიმატის გლობალური ცვლილებების ერაში - სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელი. მდგრადი განვითარება);

18 ურთიერთქმედება და აქტორები
ქცევა გულისხმობს ადამიანთა თუ ცხოველთა მონაწილეობით განხორციელებულ ისეთ მოვლენებს, რომელზე დაკვირვებაც შესაძლებელია; მოქმედება (ან ქმედება), როგორც ცნება, გულისხმობს, რომ აქტორები გაიაზრებენ იმას, რასაც აკეთებენ; ადამიანის გარდა, არცერთ სახეობას არ აქვს უნარი, რომ გააზრებულად გააანალიზოს საკუთარი საქციელი

19 ურთიერთქმედება და აქტორები
ანთროპოლოგიასა და სოციოლოგიაში, მოქმედ პირს ხშირად უწოდებენ აქტორს (ან აგენტს) - პიროვნება, სახელმწიფო, კორპორაციაvsკატეგორია უმცირესი საკითხი, რომელსაც სოციალური ანთროპოლოგები შეისწავლიან, არის ურთიერთობა ორ ინდივიდს შორის, საზოგადოების ყველაზე მცირე სამშენებლო ბლოკი (ლიჩი).

20 სტატუსები და როლები სტატუსი არის პიროვნების სოციალურად განსაზღვრული ასპექტი, რომელიც განსაზღვრავს სოციალურ ურთიერთობებს და აყალიბებს გარკვეულ უფლებებსა და მოვალეობებს - სხვებთან მიმართებით; აქტორისთვის ცალეკული სტატუსის შედარებითი შინაარსი მნიშვნელოვნად განსხვავებულია: ერთი მნიშვნელოვანია და გავლენას ახდენდეს მისი საქმიანობაზე, მეორე კი უმნიშვნელოა;

21 სტატუსი დადგენილი სტატუსი: ვერ განაცხადებ უარს, ან ვერ შეიცვლი (ტრადიციული საზოგადოება); მოპოვებული სტატუსები: არჩეულია აქტორის მიერ (თანამედროვე საზოგადოება); ტიონისის ‘Gemeinschaft’, ‘Gesellschaft’, მეინის კონტრაქტ- და სტატუს- საზოგადოებები

22 როლი როლი არის სტატუსის დინამიკური ასპექტი, ანუ პიროვნების ფაქტობრივი ქცევა შეზღუდვების ფარგლებში, რომელიც დადგენილია სტატუსის განსაზღვრებით (ლინტონი) მაგ., პრინცესა არ დალევს ლუდს გვიან ღამით საეჭვო რეპუტაციის ლუდის ბარში; ინუიტებში შამანი დაამყარებს კავშირს ზებუნებრივ ძალებთან; გერმანულ ქარხანაში სამუშაო დღეებში მუშა სამსახურში გამოცხადდება დილის 8:30-მდე. დარღვევას მოყვება სანქციები და სასჯელი.

23 როლი სტატუსის დიფერენციაციისა და სანქციების რეგულარული განხორციელების წყალობით, სოციალურ ცხოვრებას აქვს წესრიგისა და პროგნოზირებადობის გარკვეული ხარისხი. თუმცა, კონკრეტულ სიტუაციაში აქტორი იცვლის სტატუსით გათვალისიწნებულ ვალდებულებებისგან.

24 მაგალითი პარიზული კაფეს მიმტანი, რომელიც ფრთხილად და პროფესიულად ცდილობს აჩვენოს ‘მიმტანობა’. თავისი ჩვეული გამოხედვით, ჟესტებითა და ჭიქებით სავსე ლანგრის ბალანსირებისას, უინტერესოდ, ლაღად გადაადგილდება სამზარეულოს კარის გავლით, ის იძლევა ნათელ წარმოდგენას ოფიციანტის სტატუსზე, აქცევს რა მას როლად და შესაბამისად - ხელოვნებად. მაგრამ თუ ის ამ როლს სახლშიც შეინარჩუნებს თავის ცოლთან, მეუღლე, სავარაუდოდ, განქორწინებას მოითხოვს რამდენიმე კვირაში (სარტრი)

25 როლებს შორის გადართვა როლის შესრულება და როლური დისტანცია (თეატრალური ტერმინები გოფმანის კვლევაში) შთაბეჭდილების მენეჯმენტი (უფროსი მებადურის ბართისეული აღწერა); არსებული სტატუსებისა და როლების კრიტიკა იწვევს ახალის ფორმირებას.

26 ძალაუფლება და სოციალური ცხოვრება
ძალაუფლება ისეთივეა სოციალური დარგის მეცნიერებისთვის, როგორც ენერგია - ფიზიკისთვის (რასელი) ძალაუფლების კონცეპტუალიზაციის სისტემური (მარქსი) და აქტორის (ვებერი) პერსპექტივიდან;

27 პიროვნული მე მელანეზიური სოციალური ერთობის ნაწილი;
ცენტრალური აფრიკა და პიროვნული მე; ზუნის სახელები; აფრიკული კუს მეტაფორა; კუნას ხალხი სახელის სერჩევაზე გირცი იავას კუნძულზე სახელის დარქმევაზე

28 ე. ე. ევანს-პრიტჩარდი ნებისმიერ საზოგადოებაში მცხოვრები ადამიანები შეიძლება ვერ აცნობიერებდნენ ან მხოლოდ ბუნდოვნად ესმოდეთ, რომ საზოგადოებას გააჩნია სტრუქტურა. ამის გამოვლენა კი სოციალური ანთროპოლოგის საქმეა.

29 ადგილობრივი თემი ჩართული დაკვირვება VS დამატებითი მეთოდები
მეთოდოლოგიურად მოსახერხებელი ერთეული; შეიძლება შესწავლილი იყოს ისე, თითქოს ის თავისთავად-მდგრადია; VS დამატებითი მეთოდები უზარმაზარი მასშტაბის სოციალური სისტემების შესწავლა (ერი, ქალაქი, კორპორაცია) ბუნდოვანი საზღვრისა და გამუდმებული სოციალური ნაკადის მქონე სისტემების კვლევა (აეროპორტები, დიდი სპორტული ღონისძიება, ინტერნეტსაზოგადოება).

30 ნორმები და სოციალური კონტროლი
ღიად გაცხადებული თუ მდუმარედ მიღებული; მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო ნორმები დაკავშირებული სანქციებთან (დადებითი ან უარყოფითი) - ძალაუფლების წყარო; სანქციების სისტემა - სოციალური კონტროლი

31 ნორმები და სოციალური კონტროლი
ნორმები და სანქციები იძლევიან გასაღებს საზოგადოების ძირითადი ღირებულებების, აზროვნებისა და ქცევის ტიპის გასაგებად; ისინი სრულად მაინც ვერ ხსნიან, თუ რატომ იქცევიან ადამიანები ისე, როგორც იქცევიან ‘შეიძლება’-’არ შეიძლება’ სისტემა

32 სოციალიზაცია ბევრ საზოგადოებაში სოციალიზაციის მთავარი პასუხისმგებლობა ოჯახს ეკისრება საზოგადოებაში, სადაც შრომის კომპლექსური განაწილებაა, პასუხისმგებლობა განაწილებულია სხვადასხვა ინსტიტუტს შორის

33 მიდის ‘ასაკის მოახლოება სამოაში’
“რამდენადაც შესაძლებელია დიდხანს იცხოვრონ უამრავ საყვარელთან და შემდეგ გათხოვდნენ საკუთარ სოფელში, ნათესავებთან ახლოს, გააჩინონ შვილები, - ეს წარმოადგენდა ერთგვაროვან და დამაკმაყოფილებელ ამბიციებს გოგონებისათვის” (1978) ძლიერი ინდივიდუალური კონკურენციის არარსებობა სამოელებს უმარტივებს საკუთარი ცხოვრების მოწესრიგებას და გარესამყაროში მშვიდად ცხოვრებას;

34 მიდის კრიტიკა - ფრიმანი
საზოგადოება, სადაც წნეხი, რომელსაც უნდა დაემორჩილონ, უკიდურესად დიდია; დევიანტებსა და ‘გამოგდებულებს’ უვითარდებათ სიღრმისეული პირადი პრობლემები; სამოაში მთავარი პრობლემა არის ანომია; საჭიროა გვერდიდან დანახვა, იმისათვის, რომ აღმოვაჩინოთ “ფარული მექანიზმები”

35 ცხოვრების ეტაპები და გადასვლის რიტუალები
‘არ არის ჰარმონია იმას შორის, თუ როგორ ვხედავთ საკუთარ თავს და როგორ გვხედავენ სხვები ჩვენ’ (ჯენკინსი); Rite de passage (არნოლდ ვან გენეპი) ძლიერ დრამატიზებული საჯარო ღონისძიებაა, როდესაც ინდივიდი ან მთელი ასაკობრივი ჯგუფი ერთი სტატუსიდან გადადის მეორეში

36 გადასვლის რიტუალი ტრადიციულ საზოგადოებებში, გადასვლის, ან ინიციაციის რიტუალები ხშირად ხასიათდება მონაწილეების დროებითი ტანჯვით, გამოცდით და განსაცდელით; თანამედროვე საზოგადოებაში გადასვლის რიტუალი სოციალური არსების, განვითარების ეტაპს აღნიშნავს

37 გადასვლის რიტუალი განცალკევება, ლიმინალობა და რეინტეგრაცია (ვან გენეპი) ანომია ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან კანდიდატები პირველად ხედავენ საკუთარ თავს და საზოგადოებას გარედან და, შესაძლოა, კრიტიკულად განსაჯონ საზოგადოება და თავიანთი როლი მასში

38 სოციალური ინსტიტუტები
საზოგადოება თავისი ინსტიტუტების მეშვეობით არსებობს; როდესაც ინსტიტუტები წყვეტენ ფუნქციონირებას, საზოგადოება იცვლება, ზოგჯერ ფუნდამენტურადაც კი; საზოგადოება შეიძლება გაქრეს მისი მცხოვრებლების აუცილებელი გაქრობის გარეშე.

39 შინამეურნეობა უმცირესი სოციალური აქტივობა ორწევრიანი ურთიერთობაა;
სოციალური სისტემის ყველაზე მცირე ერთეული; ნათესაობა, თანაცხოვრება, ერთობლივი ჭამა,

40 ფულანი (სტენინგი) ბირთვული ან ნაერთი ოჯახი;
შინამეურნეობის უმცირესი ეკონომიკური საფუძველი: 21 ფური და ერთი ხარი; ციკლი: შვილის გაჩენა - ცალკე გასვლა შინამეურნეობა, როგორც სოციალური სისტემა, მუდმივია; ცვლილებები ციკლურია; ქალის და კაცის როლები მკაფიოა და დამოკიდებულია მათ შენატანზე.

41 პროვიდენსი (უილსონი) ტიპური შინამეურნეობა ბირთვული ოჯახია;
ყველაზე ძლიერი სოციალური კავშირი დედასა და ვაჟს შორისაა; წყვილები ერთმანეთთან ქორწინების გარეშე ცხოვრობენ; ბევრ დაქორწინებულ კაცს საყვარელი ჰყავს, ხოლო ქალებს შვილები ხშირად რამდენიმე კაცისგან ჰყავთ; ხშირად ქალი ბავშვის დაბადების შემდეგ მშობლიურ შინამეურნეობაში რჩება. შინამეურნეობასა და სანათესაო ჯგუფს შორის ურთიერთობა ხშირად კონფლიქტურია.

42 სოფელი არც ერთი შინამეურნეობა არ არის მთლიანად თვითკმარი;
შინამეურნეობა ყოველთვის დაკავშირებულია სხვა შინამეურნეობებთან და სოციალურ ინსტიტუტებთან, რომლებიც უფრო მაღალ სისტემურ დონეზე იმყოფებიან;

43 დოგონები (ინტეგრაცია და დიფერენციაცია)
დასახლება დაყოფილია საგვარეულო ხაზების მიხედვით; უმაღლეს პოლიტიკურ ორგანო, უხუცესთა საბჭო. საბჭოს ლიდერი ჰოგონი და მისი უფლება-მოვალეობები (‘მოსამართლე’, ‘პრემიერმინისტრი’ და ‘არქიეპისკოპოსი’); სისტემა იცვლება კოლონიალიზმის, სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემის და კაპიტალისტური შრომითი ბაზრის გამო.

44 იანომამები (მოქნილობა და დაყოფა)
ნადირობა და საახოე მიწათმოქმედება; მუდმივად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს (მიწის გამოფიტვა, საფრთხე); შაბონო, ბილატერალური კროსკუზენური ქორწინება, კლასიფიციური ნათესაური სისტემა; ქალების ძიება, ახლო ნათესაობა და დაყოფა;

45 თომას ერიქსენის “მცირე ადგილები, ვრცელი საკითხები“ მიხედვით
თანამედროვე ანთროპოლოგიური მიდგომები პიროვნებისა და საზოგადოების კვლევებში მადლობა ყურადღებისათვის თომას ერიქსენის “მცირე ადგილები, ვრცელი საკითხები“ მიხედვით მომხსენებელი ისტ. დოქტ. რუსლან ბარამიძე


Herunterladen ppt "პიროვნება და საზოგადოება თანამედროვე ანთროპოლოგიურ კვლევებში"

Ähnliche Präsentationen


Google-Anzeigen