Die Präsentation wird geladen. Bitte warten

Die Präsentation wird geladen. Bitte warten

ჰაინრიჰ ბიოლი დღეს ლევან ცაგარელი.

Ähnliche Präsentationen


Präsentation zum Thema: "ჰაინრიჰ ბიოლი დღეს ლევან ცაგარელი."—  Präsentation transkript:

1 ჰაინრიჰ ბიოლი დღეს ლევან ცაგარელი

2 შესავლის მაგივრად ჰაინრიჰ ბიოლი — მწერალი თუ საზოგადო მოღვაწე?
კრიტიკულად მოაზროვნე, საზოგადოებრივად აქტიური ინტელექტუალი, ერთგვარი მორალური ინსტანცია, რომელიც აზრის თავისუფლების სადარაჯოზე დგას მწერალი, რომლის შემოქმედებასაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ომის შემდგომი ხანის გერმანულენოვანი ლიტერატურის განახლების საქმეში 1982 წ. კიოლნის საპატიო მოქალაქის წოდება: „ფართო სპექტრის ლიტერატურული შემოქმედებისა“ და „სოციალური საქმიანობისთვის“, რომელიც „მის ნაწარმოებებშიც წარმოჩნდება“ რამდენად გამოსადეგი და გასათვალისწინებელი შეიძლება იყოს „მუდმივი დავის საგნად ქცეული კლასიკოსის“ ნააზრევი დღევანდელ საქართველოში?

3 გეგმა ისტორიული კონტექსტი: ადენაუერის ხანა „ნანგრევების ლიტერატურა“
მარგინალი როგორც გმირი „კრავები“ და ისინი, ვინც „მოზვრის საიდუმლოს“ ზიარებია ნონკონფორმიზმის აპოლოგია და „ჰუმანურის ესთეტიკა“ სამომხმარებლო საზოგადოების კრიტიკა პოლემიკა მედიათა წინააღმდეგ ჰაინრიჰ ბიოლის ნააზრევის აქტუალობა

4 ისტორიული კონტექსტი რაიხის კაპიტულაცია (1945)
”ნულოვანი საათი” („Stunde Null“) პოცდამის კონფერენცია (1945): ”უკიდურესად მნიშვნელოვანია, თითოეულ გერმანელს გავაცნობიერებინოთ, რომ გერმანია დამარცხდა [...]. ყველა გერმანელი უნდა გრძნობდეს, რომ მთელმა ერმა მონაწილეობა მიიღო დანაშაულებრივ შეთქმულებაში ცივილიზაციის წინააღმდეგ.” (აშშ პრეზიდენტი რუზველტი) Reeducation ორი სახელმწიფოს წარმოშობა BRD – Bundesrepublik Deutschland DDR – Deutsche Demokatische Republik ბერლინის კედლის აშენება (1961)

5 მოკავშირეების მიერ დაკავებული ზონები და ბერლინის კედელი

6 ბერლინის კედელი

7 ადენაუერის ეპოქა (1945-1965) ეკონომიკური საოცრება (Wirtschaftswunder)
კულტურული აქტივობების კონტროლი კულტურის შიმშილი (Kulturhunger)  მოდერნიზმის რეცეფცია (ჯოისი, ჰემინგუეი, სარტრი, კამიუ; ჯაზი; აბსტრაქტილი მხატვრობა)

8 ძველი მწერლები „შინაგანი ემიგრაცია“: თ.მანი, ჰ.ჰესე ჯგუფი 47
„შინაგანი ემიგრაცია“: თ.მანი, ჰ.ჰესე მაგიური რეალიზმი Hermann Kasack ( ): Die Stadt hinter dem Strom Elisabeth Langgässer: Das unauslöschliche Siegel Hans Henny Jahnn ( ): Fluß ohne Ufer ჯგუფი 47 Hans Werner Richter ( ), Alfred Andersch ( ) Der Ruf Gruppe 47 ( ) ესთეტიკური თავისუფლება ხელოვანის ინდივიდუალობა ფორმალური ექსპერიმენტები

9 ახალგაზრდა თაობა Wolfgang Weyrauch, Wolfgang Borchert, Wolfdietrich Schnurre, Günther Eich „Kahlschlag“ ახალი ენის ძიებაში Kurzgeschichte (short story) Marie Luise Kaschnitz, Ilse Aichinger ომის შემდგომი ხანის გერმანული ლიტერატურის სამი მთავარი ფიგურა: გიუნთერ გრასი ჰაინრიჰ ბიოლი ზიგფრიდ ლენცი

10 „ნანგრევების ლიტერატურა“
ნანგრევების ლიტერატურის აღიარება (1952): „ნანგრევების ლიტერატურა“ - მწერლობა ომზე, შინ დაბრუნებაზე და იმაზე, რაც იმ თაობას ომში უნახავს დანახვა (გრძნობადი + ინტელექტუალური) და გახსენება ლიტერატურამ უნდა წარმოაჩინოს ის, რაც კონვენციური სქემებით გაჯერებულ ხედვაში უხილავი რჩება. „დაკავშირებულობა“ (გერმ. Gebundenheit) - დაკავშირებულობა ჩვეულებრივ ადამიანთა ყოველდღიურობასთან სიახლოვე სინამდვილესთან და აქტუალობა სინამდვილე = ინდივიდის პერსპექტივიდან აღქმული მოცემულობა ლიტერატურის ობიექტი - ის, რაც საზოგადოებაში გამორიცხული და გარიყულია

11 მარგინალი როგორც გმირი
და არ უთქვამს არც ერთი სიტყვა (1953) უკაცო სახლი (1954)

12 „კრავები“ და ისინი, ვინც „კამეჩის საიდუმლოს“ ზიარებია
მორალსა და ესთეტიკას შორის ბილიარდი ათის ნახევარზე (1959 წ.) ჯგუფი 47-ის პრემია (1951 წ.) ბიუჰნერის პრემია (1967 წ.) ნობელის პრემია (1972 წ.) საერთაშორისო პ.ე.ნ.- კლუბის პრეზიდენტი ( წწ.) ნონკონფორმისტები, დევნილები და მსხვერპლნი  თანმდევნი, ოპორტუნისტები და პოლიტიკური დამნაშავეები

13 ნონკონფორმიზმის აპოლოგია და „ჰუმანურის ესთეტიკა“
კლოუნის თვალთახედვა (1963) დაშორება ჯარის ნაწილიდან (1964) ინდივიდუალიზმი = ადამიანურობა = პიროვნების მიერ უარის თქმა უეჭველად მიჩნეულ, გაბატონებულ წარმოდგენებზე, მისი ნონკონფორმიზმი და უნარი, თამამად დაარღვიოს წესი

14 სამომხმარებლო საზოგადოების კრიტიკა
ანეკდოტი შრომითი ენთუზიაზმის დასაცხრობად (1959)

15 პოლემიკა მედიათა წინააღმდეგ
ახალი ტიპის მთხრობელი: თხრობა ინფორმაციულ ხანაში ჯგუფური სურათი ქალბატონთან ერთად (1971) კათარინა ბლუმის შელახული ღირსება (1974)  70-იან წლებში პრესის წინააღმდეგ წარმოებული პოლემიკა ინფორმაციის მანიპულაციური ტექნიკების კრიტიკა ენა როგორც აზრების წარმოების საშუალება მზრუნველი ალყა (1979): გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა აღწერილია როგორც ტოტალური ზედამხედველობის სახელმწიფო

16 ჰაინრიჰ ბიოლის ნააზრევის აქტუალობა
წარსულის გახსენებისა და ტრავმების მოშუშების აუცილებლობა მატერიალური კეთილდღეობა და კარიერული წარმატება > ადამიანური ღირებულებები საეკლესიო ავტორიტეტების უსიტყვო, ბრმა მორჩილება: საჩვენებლად განკუთვნილი ღვთისმოსავობა vs. რწმენა პიროვნების პირადი ცხოვრების დაუცველობა და ინდივიდთა მარგინალიზაცია რაოდენ მნიშვნელოვანია, ჰუმანურობა იყოს ინდივიდისა და საზოგადოების შეფასების მთავარი კრიტერიუმი ლიტერატურა და ხელოვნება როგორც ჰუმანიზაციის საშუალებები, რომლებსაც საზოგადოებისა და ადამიანების გარდაქმნა ძალუძთ.

17 გმადლობთ ყურადღებისთვის!


Herunterladen ppt "ჰაინრიჰ ბიოლი დღეს ლევან ცაგარელი."

Ähnliche Präsentationen


Google-Anzeigen